პასუხი ივანიშვილის ხელისუფლების პროპაგანდას - ევროკავშირის მიერ საქართველოს სამინისტროების დაფინანსება 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაცემულ ფინანსურ სახსრებს. მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებმა 517 მილიონი მიიღეს, სამოქალაქო საზოგადოებამ კი 46 მილიონი. ოლიგარქის ანტიდასავლური ნაბიჯების გამო სახელმწიფო სერიოზულ ზარალს მიიღებს. თავდაცვის სფეროსთვის გათვალისწინებული 30 მილიონიანი დახმარების გაყინვა მხოლოდ დასაწყისია. ევროკავშირის ელჩმა წერილი საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატს მისწერა.